სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი: გენიალოგიური ხე.

2. პროექტის მოკლე აღწერა: კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებით თავისი გვარის გენიალოგიური ხის აგება-კვლევა.

3. პროექტის სრული აღწერა: საკუთარი გვარის წარმომავლობის დადგენა, ძიება ოჯახში, სოფლის უხუცესის ნახვა, ბებია-ბაბუებთან საუბარი. კვლევა საკუთარი გვარის წარმომავლობის შესახებ. ბავშვებს დავყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივცემ ზემოთჩამოთვლილ დავალებებს. ჩემს დახმარებით მოიძიებენ დამატებით მასალებს ინტერნეტში. სხვადასხვა სახის ლიტერატურაში, პრესაში. დაადგენენ თუ რამდენად პოპულარულია მათი გვარები დღესდღეობით. მათი გვარები სახელებიდანაა ნაწარმოები თუ რაიმეს ოსტატის სახელიდან იწარმოება. მაგ: დურგლიშვილი რომელსაც რუსულში შეესაბამება კუზნეცოვი, ინგლისში სმიტი და გერმანიაში შმიდტი. არის თუ არა საქართველოში ასეთი გვარები, გვყავს თუ არა კლასში ძველი თავადების აზნაურების შთამომავალნი? 

თავისი გვარის გენიალოგიური ხის აგება და საკუთარი ნამუშევრების წარდგენა კლასში. სლაიდების გამოყენება პრეზენტაციის დროს. 

ჩემი დახმარებით გენიალოგიური ცხრილის აგება ამა თუ იმ გვარზე.

ინფორმაციის მოძიება კვლევა, შეგროვება.

4. მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.

6. აქტივობები: კვლევა-ძიება, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

7. მოსალოდნელი შედეგები: თითოეული მოსწავლე შექმნის თავისი გვარის გენიალოგიურ ხეს.

8. სარგებელი სხვებისთვის: ოჯახის მომავალ წევრებს გადაეცემა გვარის ისტორია.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია, ქართული, რუსული, გეოგრაფია.

12. ფასილიტატორი: ცირა დარჩია.

13. ელ-ფოსტა: cdarchia@gmail.com